გიგა ბოკერია: ჩვენი პოლიტიკური ფიგურები არჩევნების მეორე ტურში დამკვირვებლები იქნებიან
“ჩვენ ვნახეთ, რომ კომისიებში პრობლემა სერიოზულია და ის მანიპულაციები, რაც უკვე გამოვლენილი იქნა დათვლისას ან შეჯამებისას, შეიძლება, არჩევნების მეორე ტურებში გადამწყვეტი აღმოჩნდეს”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს.
აქედან გამომდინარე, ბოკერიას თქმით, მისი პარტიის ლიდერები არჩევნების მეორე ტურში დამკვირვებლები იქნებიან.
“არჩევნების მე-2 ტური არაა რომელიმე პარტიისა და რომელიმე პარტიის კანდიდატის მხარდაჭერაზე, არამედ ეს არის არჩევნები, რომ შევარყიოთ ჩვენი ქვეყნისთვის საშიში რეჟიმი.
ჩვენ ვნახეთ, რომ კომისიებში პრობლემა სერიოზულია და ის მანიპულაციები, რაც უკვე გამოვლენილი იქნა დათვლისას ან შეჯამებისას, შეიძლება, მეორე ტურებში გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ამიტომ ვაპირებთ, რომ დამკვირვებლად მივავლინოთ ჩვენი პოლიტიკური ფიგურები, ისინი ვინც სიაში იყვნენ, ვინც მეორე ტურში აღარაა და უფლება აქვს დაკვირვების, რომ გავურთულოთ ამოცანა მოქალაქეებზე ზეწოლის”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.