CNN: ჩინელი მეცნიერები, COVID-19-ის წარმოშობის გამოძიების ფარგლებში, სისხლის ნიმუშებს შეისწავლიან

COVID-19-ის წარმოშობის გამოძიების ფარგლებში, ჩინელი მეცნიერები უხანის სისხლის ბანკის ათასობით ნიმუშს შეისწავლიან.

ამის შესახებ CNN იტყობინება.

ტელეარხი აღნიშნავს, რომ სისხლის ბანკში 200 ათასამდე ნიმუში ინახება, მათ შორის, 2019 წლის მიწურულ მიღებული ნიმუშებიც.

CNN-ის მონაცემით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა თქვა, რომ ეს ნიმუშები შეიძლება, იყოს ინფორმაციის წყარო, რომელიც სასარგებლოა ვირუსის წარმოშობის დასადგენად.

ტელეკომპანიის ცნობით, ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სისხლის ბანკის ნიმუშები უნდა ინახებოდეს ორი წლის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ ისინი სარჩელებში მტკიცებულების სახით იქნება საჭირო.

2019 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის ნიმუშების ორწლიანი ვადა მალე ამოიწურება, ამიტომ, ჩინელი მეცნიერები დაიწყებენ მათ კვლევას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები