სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქოს პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

“2021 წლის 14 ოქტომბერს, ხუთშაბათს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწყება 10:00 საათზე.

წელს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საშვები საჭირო არ იქნება.

უფასო ავტობუსები მცხეთის მიმართულებით გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათიდან.

ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები