ჯო ბაიდენის რეიტინგი შემცირებულია
სოციოლოგიური კვლევის თანახმად, გამოკითხული ამერიკელების 49,2%-ს არ მოსწონს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მუშაობა, მაშინ როდესაც 44,5% მისი საქმიანობით კმაყოფილია. გამოკითხვა გასულ კვირას ჩატარდა და მონაცემს FiveThirtyEight ავრცელებს.
ამასთანავე, RealClearPolitics-ზე ბოლო დროს ჩატარებული ხუთი სხვადასხვა კვლევითი კომპანიის შედეგი გამოქვეყნდა, სადაც ჩანს, რომ ბაიდენის მუშაობით უკმაყოფილო მოქალაქეთა რიცხვი მეტია. საწინააღმდეგო შედეგი სამ კვლევაში დაფიქსირდა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბაიდენის რეიტიგნის ვარდნა განსაკუთრებით შეიმჩნევა დამოუკიდებელ ამომრჩეველში, რომლებმაც მას გასულ წელს მხარი დაუჭირეს.
ივლისში ჩატარებულ გამოკითხვაში ბაიდენის მუშაობით კმაყოფილთა რიცხვი, უკმაყოფილოების მოსაზრებას 9%-ით აღემატებოდა, მაგრამ უკვე აგვისტოს ბოლოსთვის მაჩვენებელი გათანაბრდა.
ამ პერიოდიდან კი, რეიტინგმა შემცირება დაიწყო.
ანალიტიკოსები აშშ-ის პრეზიედნტის რეიტინგის ვარდნას ავღანეთიდან ჯარის ქაოტურ გაყვანას, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის სახელმწიფო ვალთან დაკაშირებულ უთანხმოებას უკავშირდებენ. ასევე, ამბობენ, რომ ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდებოდა, თუმცა, ბოლო დროს იკლო, ამასთანავე, 70 მილიონამდე ამერიკელი აუცრელი რჩება.
FiveThirtyEight აღნიშნავს, რომ 1945 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ ორ პრეზიდენტს ჰქონდა ანალოგიურ პერიოდში ბაიდენზე დაბალი რეიტინგი, მათ შორის ერთ-ერთი დონალდ ტრამპია.