ლევან ნიკოლეიშვილი: პრემიერი ღარიბაშვილი თუ ვინმეს არ აწყობს და ეშინია, ეს რადიკალური ოპოზიცია და მათი ბელადი სააკაშვილია

“პრემიერი ღარიბაშვილი თუ ვინმეს არ აწყობს და ეშინია, ეს რადიკალური ოპოზიცია და მათი ბელადი სააკაშვილია. ბოლო-ბოლო, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ეს ის კაცია, ვინც საზოგადოებას უთხრა ის, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და ბელადის ჩამოსვლის შემთხვევაში ის რომ საპატიმროში აღმოჩნდებოდა ესეც ფაქტით დადასტურდა”, – ასე აფასებს ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს.

მისი განმარტებით, ღარიბაშვილის გადადგომა მხოლოდ რადიკალურ ოპოზიციას აწყობს.

,,ბოლო დროს უფრო და უფრო აქტიურად ვრცელდება ჭორები და დეზინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. როცა ასეთ რამეს მოისმენ, თუ, რა თქმა უნდა, ძალიან გონებაჩლუნგი არ ხარ ლოგიკური კითხვები გიჩნდება – რატომ/ რის გამო/ ვის აწყობს და ასე შემდეგ. პრემიერ ღარიბაშვილი თუ ვინმეს არ აწყობს და ეშინია ეს რადიკალური ოპოზიცია და მათი ბელადი სააკაშვილია. ბოლო-ბოლო ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ეს ის კაცია, ვინც საზოგადოებას უთხრა ის, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და ბელადის ჩამოსვლის შემთხვევაში ის რომ საპატიმროში აღმოჩნდებოდა, ესეც ფაქტით დადასტურდა. არ აწყობს ოპოტელევიზიებს, რადგანაც მუდმივი მათი ფეიკების ფონზე არცთუ იშვიათად უკაკუნებს თავში ხოლმე დაუფარავი სიმართლით. არ მოსწონთ, ადამიანების იმ კატეგორიას, რომელიც ჯერ რუსებს ემონებოდნენ და ახლა მაქსიმალურად ცდილობენ ხან ამერიკელებს, ხანაც ევროპელებს შესთავაზონ მონური სული-ღარიბაშვილმა კი მათ ცივი წყალი გადაასხა- „ ჩემი უფროსი ვიღაც ევროპარლამენტარი კი არა, ქართველი ხალხიაო“- სწორედ ქართველ ხალხს კი მისი ეს ფრაზა სწორედაც, რომ ისტორიულად მიაჩნიათ. არ მოსწონთ იმათ, ვინ მუდმივად იძახის, რომ დავშორდით ნატო-სა და ევროკავშირს, არადა მათ ყველაზე კარგად იციან, რომ ახლა ყველაზე მეტი დაახლოებაა ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და სწორედაც რომ ეს არ აწყობთ მათ ყველაზე უფრო. არ მოსწონთ იმათ, რომლებიც ფიქრობენ სწორედ ღარიბაშვილია ის პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ნელ-ნელა, მაგრამ საკმაოდ სერიოზულად რეგიონული შუამავლის და მშვიდობის გარანტორის როლს და ფუნქციის მისანიჭებლადა მუშაობს. და ბოლოს არ მოსწონთ, 1% , 0%, -1%, -5% პარტიებსა და სუბიექტებს, ან რატომ უნდა მოსწონდეთ, სად ისინი და სად ღარიბაშვილის პოპულარობა. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივი ლოგიკაა, ეს ის ხალხია ვინც ცდილობს თავის სხვადასხვა დეზინფორმაციების საშუალებით, მათ შორის პარტტელევიზიებით, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ბინძური ჭორები ააგორონ, მაგრამ წვალობენ, ფართხალებენ და მაინც, არც არაფერი გამოსდით და არც არაფერი გამოუვათ… იცით, რატომ? დიდი ხანია უკვე სიმართლე მათ მხარეზე აღარაა, თანაც ყველას მოაბეზრეს თავი საქართველოშიც და საზღვარგარეთ’’, – წერს facebook-ზე ლევან ნიკოლეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები