კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტი მიმდინარეობს

კიევში უკრაინა-ევროკავშირის ყოველწლიური სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი – ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროკომისიის თავმჯდომარე – ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროსაბჭოს თავმჯდომარე – შარლ მიშელი ესწრებიან.

როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, “დარწმუნებული ვარ, რომ სამიტი იქნება ნაყოფიერი და მომავალში ევროპულ საზოგადოებაში უკრაინის ინტეგრაციას შეუწყობს ხელს”.

სამიტზე სამი დოკუმენტის ხელმოწერილი იგეგმება: შეთანხმება ერთობლივი საავიაციო სივრცის შესახებ; უკრაინის ასოციირება კვლევისა და ინოვაციების დაფინანსების ევროპულ პროგრამა Horizon Europe-თან და Creative Europe-ის პროგრამასთან.

ასევე, სამიტზე უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერაზე განაცხადებენ, რომელიც მილიარდობით ინვესიტიციის მოზიდვას შეუწყობს ხელს.

სამიტის ბოლოს, ერთობლივი დეკლარაცია იქნება მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები