სალომე სამადაშვილი: სააკაშვილი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერია ბევრი ადამიანისთვის – ის, რომ მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს მისი პატიმრობაში ყოფნის დროს, არის ძალიან მნიშვნელოვანი
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, სალომე სამადაშვილმა ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა დაასრულა და საპატიმრო დატოვა.
სამადაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია.
“ჩემი შეფასებით, ისეთ მდგომარეობაშია, როცა მას შეუძლია, იმსჯელოს მნიშვნელოვან თემებზე და ეს არის კარგი. მიხეილ სააკაშვილი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერი ძალიან ბევრი ადამიანისთვის ამ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, მისი კეთილდღეობა, ის, რომ მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს მისი პატიმრობაში ყოფნის დროს, არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.