ბრიტანეთის დაზვერვამ ქვეყნის მთავრობას შეატყობინა, რომ რუსმა აგენტმა AstraZeneca-ს ვაქცინის ფორმულა მოიპარა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული Sputnik V-ის შესაქმნელად გამოიყენეს.
ამის შესახებ The Sun-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ბრიტანეთის სპეცსამსახურების მტკიცებით, მონაცემი უცხო აგენტის მიერ პირადად არის მოპარული.
რუსეთმა 2020 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა საკუთარი ვაქცინის კლინიკური ორი კვლევის შედეგები, რომლებიც აჩვენებდა, რომ Sputnik V უსაფრთხო და ეფექტური პრეპარატია. რუსული წარმოების ვაქცინა შექმნილია “ასტრაზენეკას” პრეპარატის მსგავს ტექნოლოგიაზე, ამასთანავე, ორივეს გააჩნია ადენოვირუსის დასუსტებულ ფორმა.
როგორც The Sun წერს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მტკიცებულებები ანონიმური წყაროებიდან მოდის, ბრიტანეთის მთავრობაში არაერთხელ განუცხადებიათ, რომ რუსეთმა, სულ მცირე, სცადა ბრიტანული ვაქცინის მწარმოებლების მონაცემში შეღწევა.
ბრიტანეთის მთავრობაში ვაქცინის ფორმულის მოპარვაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.