ლატვიაში, ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

 

ლატვიაში კორონავირუსთან დაკავშირებით სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

Delfi-ის ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში კოვიდსერტიფიკატის გარეშე შესვლა მხოლოდ პირველადი აუცილებლობის მაღაზიებში იქნება შესაძლებელი, რომელთა შორის არის: საკვების სუპერმარკეტები, აფთიაქები, ოპტიკები, ჰიგიენური საქონლის მაღაზიები, ცხოველთა კვების ადგილიები, სატელეკომუნიკაციო მაღაზიები და სხვა.

ასეთ ადგილებში 25 კვ.მ-ზე მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვება.

სავაჭრო ცენტრები უქმეებსა და დღესასწალებზე დაიკეტება.

რესტორნებში მუშაობისა და სტუმრების ლიმიტია, დასაქმებულებმა კი თანამშრომლები, მაქსიმალურად, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე უნდა გადაიყვანონ.

სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება, თუმცა, პირბადის ტარება სავალდებულოა. სტუდენტებმა კოვიდსერტიფიკატი უნდა წარადგინონ.

ბოლო კვირას ლატვიაში კოვიდვითარება მკვეთრად გაუარესდა.

ზედიზედ სამი დღის განმავლობაში, ინფიცირებულთა რიცხვმა 1700 შეადგენდა, რაც 2020 წლის დეკემბრიდან – 2021 იანვრამდე მოყოლებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ვაქცინაციის ნაწილში, ლიტვა მეზობლებს ჩამორჩება, აქ მოსახლეობის 52,2%-ია აცრილი, მაშინ როდესაც ლიეტუვაში – 70%, ხოლო ესტონეთში – 63,3%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები