განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია ნათქვამი, მომხდარი ორმაგად ტრაგიკულია, რადგან მას მცირეწლოვანი ბავშვები ემსხვერპლნენ.

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა. ჩვენთვის ორმაგად ტრაგიკულია მომხდარი შემთხვევა, რადგან მას მცირეწლოვანი ბავშვები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები ემსხვერპლნენ. ეს არის სრულიად საქართველოსთვის უდიდესი ტრაგედია, ტკივილი და დანაკარგი. სამძიმარს ვუცხადებთ ყველა გარდაცვლილის ოჯახს, მათ მეგობრებს, ახლობლებს და გამძლეობას ვუსურვებთ”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები