საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არავინ დარჩება დაუსჯელი, ვისი ბრალეულობაც ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მიზეზების დადგენისას გამოიკვეთება.
„სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს. კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
მისი ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.