ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლელა სურმანიძე აცხადებს, რომ 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში, დაახლოებით, 8 ადამიანს ეძებენ.

მისივე თქმით, ჩამონგრეულ ნაწილში დაახლოებით 12 ოჯახი ცხოვრობდა.

„ჩვენი სერვისცენტრის მენეჯერი და ამხანაგობის თავმჯდომარე ვის ოჯახებსაც დაეკონტაქტნენ, დაახლოებით 7-8 ადამიანი შეიძლება, იყოს ნანგრვებში. ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც შესაძლოა, იყო სახლში. ბავშვების ნაწილი სკოლაშია, ნაწილი ადამიანებისა – სამსახურში. ასე რომ, 8 ადამიანია სავარაუდოდ ნანგრევებში”, – განუცხადა ლელა სურმანიძემ „ბათუმელებს“.

სურმანიძის თქმით, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე არავინ ცხოვრობდა. მე-6-მე-7 სართულზე კი მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ამ წუთებში, ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები