“მეზობლის ცოლ-შვილია მოყოლილი, ეს ბიჭი წამლებით ჰყავთ გათიშული” – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში

ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში ახალგაზრდა კაცის ცოლ-შვილი მოყვა.
როგორც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, ახალგაზრდა კაცი ინფორმაციის გაგების შემდეგ ცუდად გახდა და სასწრაფოს ექიმებმა ის პრეპარატებით დაამშვიდეს.

ერთი მეზობლის ცოლ-შვილია მოყოლილი, ეს ბიჭი სამსახურში იყო და ახლა სასწრაფოს მანქანაში წევს, წამლებით ჰყავთ გათიშული”, – წერს “ფეისბუქზე” ერთ-ერთი მომხმარებელი.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. ამ დროისთვის, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები