ბეთანიის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, 7-კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 7 კმ-იან საავტომობილო გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია არსებული გზის გაფართოვება, ცემენტ-ბეტონის 18 სმ სისქის საფარის, ხოლო ნაწილობრივ მაღალ ქანობებზე – ბაზალტის ქვით ქვაფენილის დაგება.

პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყობა რკინაბეტონის მრგვალი მილები, რკინაბეტონის ღია ღარები და ქვით მოკირწყლული ბეტონის კიუვეტი. ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შედეგად, განახლებულ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა გახდება მეტად უსაფრთხო და კომფორტული. სარეაბილიტაციო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება 6 სექტემბერს გაფორმდა. ბეთანიის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 5,9 მილიონ ლარს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები