სტოლტენბერგმა ბრიუსელიდან რუსული დაზვერვის 8 ოფიცრის გაძევების მიზეზებზე ისაუბრა

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბრიუსელში რუსული მისიიდან დიპლომატების გაძევება უკავშირდება იმას, რომ მათი საქმიანობა არ შეესაბამებოდა აკრედიტაციას.

ამის შესახებ მან ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ გავაუქმეთ ნატო-ში რუსეთის მისიის რვა წევრის აკრედიტაცია, რომლებიც იყვნენ რუსული დაზვერვის ოფიცრები. ეს გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ მოვლენასთან, მაგრამ ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვხედავთ რუსეთის მავნე საქმიანობის ზრდას. უნდა ვიყოთ ფხიზლად და ვიმოქმედოთ, როდესაც ვხედავთ, რომ ნატო-ში რუსეთის დელეგაციის წევრები ახორციელებენ საქმიანობას, რომელიც არ შეესაბამება მათ აკრედიტაციას”, – განმარტა გენერალურმა მდივანმა.

ნატო-ს გადაწყვეტილებას დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ უპასუხა. მისი თქმით, “ნატო-ს წარმომადგენელთა ასეთმა ნაბიჯმა გაგვაოცა, მაგრამ მოულოდნელი არ ყოფილა. გაგვაოცა ამარტავნობით, რადგან ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა”.

კრემლში კი განაცხადეს, რომ ალიანსის ასეთი ნაბიჯი ხელს არ უწყობს რუსეთ-ნატო-ს დიალოგს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები