ადვოკატი – სააკაშვილზე: მიშას პრინციპული პოზიციაა შიმშილობა და ეს პრინციპული პოზიცია მომდინარეობს უსამართლობასთან ბრძოლის წინააღმდეგ

რუსთავის მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მისი უფლებადამცველები იმყოფებოდნენ.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, სააკაშვილის პრინციპული პოზიციაა შიმშილობა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს როგორც მიშას იზოლირებას, ამავდროულად,  გარკვეული ყოფითი პირობების გაუარესებას, ან არშექმნას, როგორიც არის მაგალითად ტელევიზორის არდადგმა, ლეიბის საკითხი, რომელიც ამ დრომდე არ აქვს. მიშას პრინციპული პოზიციაა შიმშილობა და ეს პრინციპული პოზიცია მომდინარეობს იმ უსამართლობასთან ბრძოლის წინააღმდეგ, რაშიც მიხეილ სააკაშვილი და მთელი ქართული დემოკრატიული საზოგადოება არის შესული”, – აცხადებს ადვოკატი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები