გიორგი გახარია: „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ფარულ მოლაპარაკებას გვთავაზობენ

“ოცნება”, ისევე როგორც “ნაციონალური მოძრაობა”, გვთავაზობს და ცდილობს, ფარული მოლაპარაკების ფარგლებში მიაღწიოს ჩვენთან შეთანხმებას იმისთვის, რომ საკრებულოები მათთვის მისაღები კანდიდატურებით დაკომპლექტდეს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთპარტიული საკრებულოები მათთვის მიუღებელია.

“დღეს პარტია “საქართველოსთვის” წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე, საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში და ბევრგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადამწყვეტი ხმა გვქონდეს როგორც საკრებულოს დაკომპლექტებაში, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში. ამ მიზნით, “ოცნება”, ისევე როგორც “ნაციონალური მოძრაობა” გვთავაზობს და ცდილობს, ფარული მოლაპარაკების ფარგლებში მიაღწიოს ჩვენთან შეთანხმებას იმისთვის, რომ საკრებულოები მათთვის მისაღები კანდიდატურებით დაკომპლექტდეს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მეორე მხრივ, “ოცნება” ცდილობს, საკრებულოს ჩვენს წევრებზე ზემოქმედებით, სხვადასხვა ბინძური მეთოდებით მათი გადაბირების შედეგი დააყენოს. ეს ქმედებები მიზნად ისახავს მსხვილ ქალაქებში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული საკრებულოები, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ვთავაზობთ “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების მიღება. მზად ვართ, უპირობოდ დავეთანხმოთ ნებისმიერ, მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ამ ფორმატში შეთანხმებულ კანდიდატს”,- აცხადებს გახარია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები