ირაკლი ზარქუა: მარინა კალიურანდი საკააშვილზე უკვე მიხვდა და, სავარაუდოდ, სხვებიც მიხვდებიან, რომ ეს არის მილევად რეჟიმში გადასული პარტიის ლიდერის ბოლო გაფართხალება

“მარინა კალიურანდი მიხვდა და სხვებიც მიხვდებიან, სავარაუდოდ, რომ ეს არის მილევად რეჟიმში გადასული პარტიის და მისი ლიდერის ბოლო გაფართხალება”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა.

ზარქუას თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი “ნაციონალური მოძრაობის” განვითარებისთვის მუხრუჭია.

“უნდა ითქვას, რომ ევროპარლამენტარები, მათ შორის, მარია კალიურანდი მიხვდა და სხვებიც მიხვდებიან, სავარაუდოდ, რომ ეს არის მილევად რეჟიმში გადასული პარტიის და მისი ლიდერის ბოლო გაფართხალება და მეტი არაფერი. მცდელობაა ქაოსის, დესტაბილიზაციის, მაგრამ რეალურად ნახეთ, რომ მიშა აქ იქნება თუ გარეთ, მათ აქვთ 25-27 პროცენტის ფარგლებში. მე რომ ვიყო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ღმერთმა დამიფაროს, მიშას გვერდით გაწევა მათთვის უკეთესი იქნება, შეიძლება, პარტიამ განვითარება ჰპოვოს, ის არის პარტიული განვითარების მუხრუჭი. თუმცა, მწვალებელთა პარტიიდან რა გამოვა, არ ვიცი”, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები