კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 700 თბილისში, 479 იმერეთში, 374 კი მცხეთა-მთიანეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა და იმერეთში გამოვლინდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 410 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 700 შემთხვევა, აჭარა – 113, იმერეთი – 479, ქვემო ქართლი – 151, შიდა ქართლი – 125, გურია – 74, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 270, კახეთი – 374, მცხეთა-მთიანეთი – 49, სამცხე-ჯავახეთი – 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 623 830 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 594 669, გარდაიცვალა 9 134 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები