საქართველოში კორონავირუსის 2 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 516 პაციენტი

საქართველოში კოვიდ 19-ის 2 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 516 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 918 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 262, „პისიარ“ ტესტით – 14 656.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,9%, ბოლო 14 დღის – 5,53%, ბოლო შვიდი დღის – 5,31%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 623 830 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 594 669 გამოჯანმრთელდა, 9 134 კი, გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები