საქართველოში კორონავირუსს კიდევ 24 პაციენტი ემსხვერპლა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 134-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 410 პირს დაუდასტურდა, 1 516 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 5 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 800 შემთხვევა გამოვლინდა, 1 485 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები