კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები დღეიდან მოიხსნება

დღეიდან, კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები იხსნება.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კონცერტებზე დასწრება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების გამართვა 12 აგვისტოდან დღემდე სრულად იყო შეზღუდული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები