ადვოკატი: დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში იქნება თავისუფალი არცთუ ისე შორეულ პერსპექტივაში
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სანახავად რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი უფლებადამცველები მივიდნენ.
ადვოკატი ბექა ბასილაია დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი საპატიმროს მალე დატოვებს.
“ჩვენ უნდა ვნახოთ მიშა დღეს და მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მოკლე დროის შემდეგ აქ შეხვედრა საჭირო არ იქნება და ყველაფერი წავა ისე, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის არის საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში იქნება თავისუფალი არცთუ ისე შორეულ პერსპექტივაში”, – აცხადებს ადვოკატი.