ჯამბულ გამცემლიძე: ხალხი კიდევ “ნაცხროვას” აძლევს ხმას, ეტყობა გადავგვარდით
“ხალხი კიდევ ნაცხროვას აძლევს ხმას,ეტყობა გადავგვარდით”,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „გადაარჩინე სიცოცხლე” თავმჯდომარე ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში წერს.
“მე როდესაც რუსთაველზე ამ ნაძირლების სურათებს ვწვავდი ზოგიერთები მაშინ საკუთარი ლანდის დანახვისას კანკალებდა,ზოგიერთი კი ჩემი მეგობრების სახეებს იმახსოვრებდა და სადაც მოგვიხელთებდნენ იქ გვცემდნენ, დღეს როცა ყველაფერი თითქოს ჩავლილია, ხალხი კიდევ ნაცხროვას აძლევს ხმას,ეტყობა გადავგვარდით,ეტყობა შადიმანების ნაშიერი უფრო გამრავლდა ვინემ ჩვენი გმირი წინაპრების,რა მოგვდის ხალხო,რას დაგამსგავსათ ,,არქიფო სეთურმა,,ვის აძლევთ ხმას რამ გადაგრიათ,ასე რამ გაგაბოროტათ,რატომ ვერ დავძლიეთ შურიანობა,ანუ ,,გლოვა სხვის სიკეთესა ზედა,,
ეს იმის ბრალია,რომ თავის დროზე არ გაუსრისეთ თავი შხამიან,,გველს,,ამიტომაც იგესლებიან ეხლა,ჭკუით ქართველებო,ჭკუით ;მე ორი პარასკევი დამრჩენია,შეიძლება მეორე არჩევნებამდეც ვერ მივაღწიო,მაგრამ რას ვუპირებთ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს,მიხაკას და ვანოს ვუტოვებთ საჯიჯგნაათ?არ გვეყო რა უბედურებაც დაგვმართეეს ?ღმერთო დაგვიფარე და გვიხსენი ავი სულისაგან,დიდება უფალს…”,- წერს გამცემლიძე.