ზაალ ანჯაფარიძე: პროპორციულში “ოცნების” 47 პროცენტით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დღის წესრიგიდან იხსნება, რადგანაც შარლ მიშელის დასახული 43 პროცენტიანი ბარიერი დაძლეულია
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე არჩევნების შედეგს აფასებს.
,,ახლა ცოტა ხნით ემოციებისგან და პოლიტიკური სიმპათიებისგან რომ დავიწრიტოთ ყველა და მხოლოდ ფაქტებს შევხედოთ.
იმ მონაცემებით, რაც გვაქვს ამ ეტაპზე, პროპორციულში ოცნების 46%, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დღის წესრიგიდან იხსნება და ვერც დასავლეთი მოგვაწვება, რადგანაც შარლ მიშელის დასახული 43% ბარიერი დაძლეულია
64 მუნიციპალიტეტიდან 14 ში ტარდება მეორე ტური, რაც შესანიშნავი ინდიკატორია იმისა, რომ დემოკრატია ჭრიალით, მაგრამ ვითარდება და მე თუ მკითხავთ რამდენიმე ქალაქში ოპოზიციონერი მერი ნამდვილად არ იქნება პრობლემა ისევ ადგილობრივი დემოკრატიის გადმოსახედიდან. ამავე მოსაზრებით, არც თბილისის საკრებულოში ძალთა თანაბარი გადანაწილება არ იქნება პრობლემა – მეტი კონტროლი იქნება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რაც დემოკრატიისკენ წინსვლაა
“ნაცმოძრაობა” და მისი სატელიტი ოპოზიცია “მოდელირებულ გამარჯვებას” ზეიმობს და მათი მომსახურე ტელეარხებით ცდილობს ხალხის დაბოლებას. გაიფანტება მალე ეს ბოლი და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე facebook -ზე.