დავდეთ მეორე ტური, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებამდე ძალიან პატარა ნაბიჯია – გიგი უგულავა
დავდეთ მეორე ტური, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებამდე ძალიან პატარა ნაბიჯია, – ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ თვითმმართველობის არჩევნების ეგზიტპოლების შედეგების შეფასებისას განაცხადა.
დავდეთ მეორე ტური, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებამდე ძალიან პატარა ნაბიჯია დარჩენილი, რადგან მთელ საქართველოში და დიდ ქალაქებში ოპოზიცია ლიდერობს, ეს შედეგი იქნება დადებული სულ მალე, როდესაც დამთავრდება დათვლის პროცესი. მინდა, მივულოცო ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს, დიდი ეპოქა იწყება, მათ შორის აქ, ფოთში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება საკრებულოების კონფიგურაციას, რათა ის გეგმები, რაც ჩვენ გვაქვს, განვახორციელოთ. ამიტომ, წინ გამარჯვებისკენ, არც ერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს და არც ერთი ხმა არ უნდა გაყალბდეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.