ვლადიმერ კახაძე ორგანიზაცია „თამბაქოსაგან თავისუფალი ბავშვების” პროგრამების მენეჯერს ევრაზიის რეგიონში, ოლგა კნორეს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ვლადიმერ კახაძე ამერიკული ორგანიზაცია „თამბაქოსაგან თავისუფალი ბავშვების” პროგრამების მენეჯერს ევრაზიის რეგიონში, ოლგა კნორეს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა თამბაქოს კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები იყო.

„ოლგა კნორე ჩვენი პროგრამის კოორდინატორია 2015 წლიდან, როცა დაიწყო ადვოკატირების კამპანია თამბაქოს კანონმდებლობის ცვლილებისთვის და კარგად იცნობს ჩვენს რეგიონს.

ამჯერად, მისი ვიზიტის მიზანია, თავად შეაფასოს პარლამენტის პოლიტიკური მზაობა ახალი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა  თვეების წინ შეიმუშავა. არჩევნების შემდეგ დაგეგმილია ამ ცვლილებების ინიცირება, ხოლო  წლის ბოლომდე კი მათი  მიღება”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ კახაძემ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ოლგა კნორე შეხვედრებს ასევე გამართავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები