სალომე სამადაშვილი: “ქართული ოცნებისთვის” სააკაშვილის ჩამოსვლა უკიდურესად დიდი დისკომფორტი იქნება
“სააკაშვილის სამართლებლივ დევნას სამართლიანად და ლეგალურად არ აღიარებს არავინ მსოფლიოში”, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით “დღის კურიერის” ეთერში აცხადებს.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლა მმართველი გუნდისთვის დისკომფორტი იქნება.
“იმ დაანონსებულ დროს, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას გეგმავს, ქართველ ხალხს უკვე არჩევანი ექნება გაკეთებული. ნებისმიერ შემთხვევაში, უკიდურესად დიდი დისკომფორტი იქნება “ქართული ოცნებისთვის” სააკაშვილის ჩამოსვლა. თუ დააპატიმრებენ, პრობლემა იქნება, თუ ვერ დააპატიმრებენ – ესეც პრობლემა იქნება. სააკაშვილის სამართლებლივ დევნას სამართლიანად და ლეგალურად არ აღიარებს არავინ მსოფლიოში. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იქნება შეფასებები, რომ საქართველოს ეყოლება ყველაზე მაღალი პროფილის პოლიტიკური პატიმარი”, – აცხადებს სამადაშვილი.