თენგიზ ცერცვაძე: დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი

“პედაგოგების ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო ხდება”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადდა და განიხილება დასამტკიცებლად.

“რამდენადაც ვიცი, დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი. ყველა ქვეყანამ გააკეთა ეს და ჩვენთან იძახე შენ, არ შეიძლება რაიმე იძულებითი იყოს. რაღაცა მსოფლიოში ყოველთვის არის იძულებითი. გამოხატვის და პიროვნების თავისუფლება უზენაესია, მაგრამ რაღაც იძულებითია”, – აღნიშნა “დღის კურიერში” თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები