გივი მიქანაძე: 88 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 15 აფილირებულია „ნაცმოძრაობასთან“, 3 – „ევროპულ საქართველოსთან“, ხოლო 2 – გახარიას პარტიასთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, 88 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 15 აფილირებულია „ნაცმოძრაობასთან“, 3 – „ევროპულ საქართველოსთან“, ხოლო 2 – გიორგი გახარიას პარტიასთან – “საქართველოსთვის”.

“30 სექტემბრის მდგომარეობით, ცესკო-ს მიერ სულ დარეგისტრირდა 88 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლისგანაც არჩევნების მონიტორინგის წინა წლების გამოცდილება არ აქვს 16-ს. შესწავლილი საჯარო წყაროების საფუძველზე დადგინდა, რომ ამ 88 ორგანიზაციიდან 20 ორგანიზაცია, ანუ, ფაქტობრივად, ყოველი მეოთხე ორგანიზაცია აფილირებულია კონკრეტულ პარტიებთან; მათგან 15 აფილირებულია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, 3 – “ევროპულ საქართველოსთან”, ხოლო 2 პარტია – “საქართველოსთვის”. საყურადღებოა, რომ 88 ადგილობრივ ორგანიზაციას 2 ოქტომბრის არჩევნებზე, ჯამურად, ეყოლება 31170 დამკვირვებელი, რომელთაგან 8482 დამკვირვებელი მოდის პარტიებთან კავშირში მყოფ ჩვენს მიერ ხსენებულ 20 ორგანიზაციის წილად, რაც დამკვირვებელთა საერთო რაოდენობის 27%-ია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2 ოქტომბრის არჩევნებზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ყოველი მეოთხე დამკვირვებელი იქნება ის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციას, რაც აფილირებულია არის კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიასთან. ცხადზე ცხადია, რომ ამ ორგანიზაციების მიერ წარმოებული სადამკვირვებლო მისია ვერ იქნება ობიექტური. ანალიზი და დასკვნა ამის თაობაზე ჩვენი საზოგადოებისთვის მიგვინდია. აქვე გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ წარმოდგენილი ორგანიზაციების იდენტიფიცირება კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან განხორციელდა საჯარო წყაროებზე დაყრდნობით. არ გამოვრიცხავთ, რომ დარჩენილ ორგანიზაციათა შორის შენიღბულად კიდევ არიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც აფილირებული არიან კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აღნიშნულ ორგანიზაციებს გასააჯაროონ დაფინანსების წყარო. აქვე გეტყვით, რომ დღესვე, აღნიშნული ინფორმაცია შესაბამისი ანალიზითა და თანდართული კატალოგით მიეწოდება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს”, – განაცხადა მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები