ნათია მეზვრიშვილი: ცესკო-ს მიერ დამონტაჟებული აუდიო-ვიდეო ფიქსაცია საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდს ვერ აფიქსირებს და ხმებით მანიპულირების რისკებს ვერ აზღვევს

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ცესკო-ს მიერ დამონტაჟებული აუდიო-ვიდეო ფიქსაცია საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდს ვერ აფიქსირებს და ხმებით მანიპულირების რისკებს ვერ აზღვევს.

მეზვრიშვილის თქმით, მათი მოთხოვნაა, ცესკო-მ ვალდებულებების სრულყოფილად შესრულება უზრუნველყოს.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მის მიერვე მიღებული დადგენილების საწინააღმდეგოდ, შეიმუშავა ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეო ფიქსაციის იმგვარი წესი, რომელიც არ აფიქსირებს საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდს და ვერ აზღვევს ხმებით მანიპულირების რისკებს.

მოვითხოვთ, უზრუნველყოფილი იყოს ვალდებულების სრულყოფილად შესრულება და ხმის მიცემის პროცესის აუდიო-ვიდეო ფიქსაცია ისე, რომ სრულად დაფიქსირდეს ბიულეტენის პირველ გვერდზე გამოსახული ინფორმაცია და, პირველ ყოვლისა, ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები