ივანე ჩხაიძე: ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო უახლოეს დღეებში დაიწყებს 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანლის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაცია საქართველოში უახლოეს დღეებში დაიწყება.

“ორი არჩევანი აქვს ქვეყანას – პირველი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია ჩავატაროთ მხოლოდ რისკის ჯგუფებში, ან შესაძლებელია მეორე გზა, რომელიც აირჩია აშშ-მა, კანადამ და ევროპის ბევრმა ქვეყანამ, ეს არის გზა, ჯანმრთელობის მიუხედავად, 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვების იმუნიზაცია. ორივე ვარიანტი იქნება განხილული და გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო უახლოეს დღეებში დაიწყებს 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას”, – აცხადებს ჩხაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები