მამუკა არეშიძე: ოკუპირებულ გალში დექართველიზაციის პროცესი მიმდინარეობს, ტრაგიკული სურათია

“უაღრესად ტრაგიკული სურათია, გალის რაიონში დექართველიზაციის პროცესი მიმდინარეობს ძალიან აქტიურად და გააზრებულად”, – ამის შესახებ ექსპერტი, მამუკა არეშიძე აცხადებს.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ახალგაზრდა თაობაში.

“უაღრესად ტრაგიკული სურათია, გალის რაიონში დექართველიზაციის პროცესი მიმდინარეობს ძალიან აქტიურად და გააზრებულად.

თან, გავითვალისწინოთ, რომ გალის რაიონი დაპატარავებულია, რაც იყო თავის დროზე, საბჭოთა პერიოდში, იმ სივრცეს ჩამოეჭრა არაერთი სოფელი და გადაეცა ზოგი ტყვარჩელის რაიონს, ზოგი – ოჩამჩირეს. ზუსტად ეს გააზრებულად ხდებოდა იმისათვის, რომ იქ მაცხოვრებელი ქართველისთვის სავარაუდო საერთაშორისო მხარდაჭერა გამოეცალათ იმიტომ, რომ გალი ითვლებოდა ქართულ რაიონად. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა ახალგაზრდა თაობაშია,” – აცხადებს მამუკა არეშიძე “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

სოხუმის დაცემის დღიდან 28 წელი გავიდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები