სალომე სამადაშვილი: ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რადგან ეს არის მთელი სისტემა და ლილუაშვილი ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია

“ცხადია, ლილუაშვილის განცხადება ადეკვატური არ იყო”, – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, სალომე სამადაშვილმა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადება.

მისი თქმით, ქვეყანაში ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

„ვფიქრობ, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა, ოპოზიციას მისცემოდა შესაძლებლობა, მოეწვია პარლამენტის საგანგებო სხდომა და ლილუაშვილი აღნიშნულ სხდომაზე დაბარებულიყო, რადგან ასეთი თავხედობას, რაც დღეს მისგან მოვისმინეთ, ვფიქრობ, გარკვეულწილად შეეწინააღმდეგებოდა ოპოზიციის მხრიდან მისი დაბარება საგანგებო მოსმენაზე. იმედია, ამის შესაძლებლობა იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნებამდე სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს იმიტომ, რომ ეს არის მთელი სისტემა. ლილუაშვილი არის ამ სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. სისტემა არის შესაცვლელი და დასანგრევი, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, სუს-ის ხელმძღვანელს პერსონალური პასუხისმგებლობა არ დაეკისროს ამ პროცესში. ცხადია, პასუხისმგებლობა იქნება პერსონალური, მაგრამ პოლიტიკურ ცვლილებას და რეფორმას, ცხადია, ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა სჭირდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ის არავითარ შუაში არ არის. მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები