ირაკლი ქადაგიშვილი – ფარულ ჩანაწერებზე: საკითხს, სულ მცირე, გამოძიება სჭირდება
“კრებსები არის კომპიუტერზე აკრეფილი გარკვეული ტექსტები, რა ვიცი ახლა, რომელი სერიალის სცენარისტი ზის და კრეფს ამ კრებსებს?”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა სავარაუდო უკანონო ფარული მოსმენების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქმეზე გამოძიებაა საჭირო.
“პრემიერმინისტრმა გასცა ამას პასუხი ბრიფინგზე, რომ მოსმენები ხორციელდება, მაგრამ ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში. ამ კონკრეტულ საკითხზე მიმდინარეობს კიდევ დამატებით გამოძიება, რომელიც დამატებით ნათელს შეიტანს მთლიანად ამ საქმეში – არის ეს კანონიერი მოსმენა, საერთოდ შეთითხნილია თუ არა მანდ ბევრი რამ და რა მიზანს ემსახურებოდა ეს? ამ შემთხვევაში, ჩვენ ჯერ გვაქვს უკანონოდ მოპოვებული მასალების გავრცელება, ამ უკანონოდ მოპოვებული მასალების გავრცელებაში რა არის მართალი და რა – ტყუილი, კაციშვილმა არ იცის, არის რაღაც კრებსები და საზოგადოება გაერკვა, რომ კრებსები არის კომპიუტერზე აკრეფილი გარკვეული ტექსტები, რავიცი ახლა რომელი სერიალის რომელი სცნარისტი ზის და კრეფს ამ კრებსებს? ამიტომ ვამბობ, რომ ამ საკითხს, სულ მცირე, გამოძიება სჭირდება, პირველადი მასალები მაინც უნდა იყოს გამოძიების, რომ, მეტნაკლებად, არგუმენტირებულად ვიმსჯელოთ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.