TRIPTYCHOS – ლევან სონღულაშვილის გამოფენა გაიხსნება
8 ოქტომბერს,19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ხელოვან ლევან სონღულაშვილის მულტიმედიურ პერსონალურ გამოფენას – “Triptychos” უმასპინძლებს.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენა აერთიანებს კედლის მხატვრობას, ინსტალაციებს, ფერწერასა და საუნდს. ექსპოზიცია იმერსიული ხასიათისაა და მუზეუმის სამ დარბაზს მოიცავს, რომელიც ტრიპტიქს ქმნის.
“Triptychos” სამი ნაწილისგან შემდგარი ნამუშევარია, რომელიც ხელოვანის ეგზისტენციალური მდგომარეობის და ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის სამ გარდამტეხ ეტაპს ეხმიანება, რომელიც რეგენერაციისკენაა მიმართული. ფარული ნარატივით ავტორის პერსონალური გამოცდილება აბსტრაგირდება საყოველთაო ისტორიად, რომელიც დამთვალიერებლის პირად თავგადასავლად იქცევა.
კურატორი: ბაშაქ შენოვა; თანაკურატორი: ლელა წიწუაშვილი.
გამოფენის ხანგრძლივობა: 8 ოქტომბერი – 7 ნოემბერი, 2021
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.