გიორგი ამილახვარი: თბილისში ჩატარებული კვლევით, კახა კალაძეს გამოკითხულთა 57.9% უჭერს მხარს, ნიკა მელიას – 27.8%, გიორგი გახარიას – 5.3%
„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, კახა კალაძეს გამოკითხულთა 57.9% უჭერს მხარს, ნიკა მელიას – 27.8%, გიორგი გახარიას – 5.3%”, – ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომელმაც საზოგადოებას მმართველი გუნდის მიერ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გააცნო.
„ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა: კახა კალაძე (ქართული ოცნება) 57,9 ნიკანორ მელია (ნაციონალური მოძრაობა) 27,8 გიორგი გახარია (საქართველოსთვის) 5,3 ანა ბიბილაშვილი (ლელო) 2,5 გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) 2,1 ანა დოლიძე (ხალხისთვის) 1,6 თამარ კეკენაძე (მესამე ძალა) 0,6 მიხეილ ქუმსიშვილი (ლეიბორისტული პარტია) 0,5 სხვა კანდიდატები 1,7 კახა კალაძის რეიტინგი წინა პერიოდის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, კიდევ გაიზარდა. ჩვენი მოლოდინები გამართლდა, ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას და, შესაბამისად, რეიტინგიც მზარდია. როგორც ხედავთ, კახა კალაძეს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვებით მოიპოვოს”, – განაცხადა ამილახვარმა.