“ნამახვანჰესი” აღარ აშენდება – “ენკა” საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს

ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი აღარ აშენდება, – ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს.

“ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.

“კვირა” ინფორმაციის გადამოწმებას კომპანია ენკა-სთან ეცადა. პრესსამსახურის განცხადებით, ამ ეტაპზე, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ კომენტარი არ კეთდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები