ირაკლი ზარქუა: გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას პრემიერი ისაუბრებს იმ გამოწვევებზე, რაც აქვს საქართველოსა და მსოფლიოს

“პრემიერი 24 სექტემბერს გამოდის გაეროზში სიტყვით, იქ შეეხება იმ გამოწვევებს, რაც აქვს მსოფლიოს, მათ შორის, საქართველოს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარი იქნება პანდემიასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზეც.

“პრემიერი 24 სექტემბერს გამოდის გაერო-ში სიტყვით, იქ შეეხება იმ გამოწვევებს, რაც აქვს მსოფლიოს, რაც აქვს, მათ შორის, საქართველოს. ეს არის პანდემია და მისგან გამოწვეული პრობლემები, მათ შორის არის საუბარი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციაზე. მანამდე არის მნიშვნელოვანი შეხვედრები. თქვენ იცით, რომ ავსტრიის კანცლერის ინიციატივით, საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა, სადაც მიწვეულ იქნა ჩვენი პრემიერმინისტრი, მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ინიციატივით, ასევე, მიწვეული იყო იმ პლატფორმაზე, სადაც, ასევე, განხილული იყო ცალკეული რეფორმები”, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები