ალადაშვილის კლინიკაში 95 წლის ქალმა კოვიდი დაამარცხა
ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკაში 95 წლის ქალმა კოვიდი დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.
“ჩვენმა ყველაზე უხუცესმა, უკეთილშობილესმა, ყველაზე პოზიტიურმა ქალბატონმა, 95 წლის კლარა გეგეჭკორმა კოვიდთერაპიული განყოფილება გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვა,“ – აცხადებენ კლინიკაში.