კახა კუჭავა: რუსეთი აგრძელებს თავის პოლიტიკას, რომელსაც მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებისგან არ აქვს

“ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რომელიც არ ცნობს არჩევნებს ე.წ. ოთხი ქვეყნის მიერ აღიარებულ რესპუბლიკებში”, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, საქართველოს, რუსეთისგან განსხვავებით, მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს.

“ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რომელიც არ ცნობს არჩევნებს ე.წ. ოთხი ქვეყნის მიერ აღიარებულ რესპუბლიკებში. რუსეთი აგრძელებს თავის პოლიტიკას, რომელსაც მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებიდან არ აქვს, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს მთელს მსოფლიოში არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასეც გავაგრძელებთ და შედეგსაც მივიღებთ. ზოგიერთ განცხადებაში მარტო საქართველოა მოხსენიებული, ზოგან მარტო უკრაინა ან – ორივე. რეალობაა და ყველამ უნდა იცოდეს, რომ დღეს საქართველოს მხარდაჭერის მაჩვენებელი არის ყველაზე მაღალ დონეზე, მათ შორის, გაერო-ს რეზოლუციაში, სადაც ჩვენს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის რეზოლუციას სარეკორდო მაჩვენებელი უჭერს მხარს. ეს არის ზუსტად იმ პრაგმატული პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები