თბილისში ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები შემოვიდა

დედაქალაქში ISUZU-ს მარკის, 8-მეტრიანი ავტობუსებისა და Ford-ის მარკის მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა, რომელიც დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას წარუდგინა.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, შესყიდულია 180 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსი და 300 ერთეული მიკროავტობუსი.

ავტობუსები დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტისაა. გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი ავტობუსში ეტლით ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე, თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემები, გააჩნია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის, საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და usb-დამტენები.

ავტობუსების პროექტის საერთო ღირებულებაა 21 289 768 ევრო.

23 სექტემბრიდან ახალი ავტობუსების პირველი ნაკადით ჩანაცვლდება №67 და №101 ხაზის ავტობუსები, ხოლო №7, №42 და №60 ხაზზე გაიზრდება მათი რაოდენობა და შემცირდება მოლოდინის რეჟიმი 15 წუთამდე.

ავტობუსების დარჩენილი რაოდენობა ეტაპობრივად შემოვა და სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება. 2022 წელს კი თბილისის მერიას დაგეგმილი აქვს დამატებით 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა, რაც უზრუნველყოფს ახალი სატრანსპორტო სქემით გათვალისწინებული სატრანზიტო დერეფნების ამოქმედებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები