“საია-ს სახელისუფლებო პარტიასთან დიალოგი არ ჰქონია და ამის თაობაზე წინასწარ ინფორმაცია ნამდვილად არ გვქონია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს საია-ს სარჩელზე საუბრისას განუცხადა და აღნიშნულით საია-ს წარმომადგენლების განცხადებას გამოეხმაურა, რომელთა თქმითაც, მათ ამ თემაზე პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები გამართეს.
„არ არის კარგი, როდესაც ამ საკითხებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციას თავის მართლება უწევს. ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი. პოლიტიკურ აქტორებთან რომ ჰქონდა კომუნიკაცია და კონსულტაციები და ეს მათ ინტერესს ემთხვეოდა, ეს ფაქტია, თუმცა, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ეს კონსულტაციები სახელისუფლებო პარტიასთან არ გამართულა და ამის თაობაზე წინასწარ ინფორმაცია ნამდვილად არ გვქონია“, – განაცხადა სარჯველაძემ.