გერმანიაში თანამედროვე, ახალგაზრდა ქართველ მხატვართა გალერეა გაიხსნა

გერმანიაში, შვეტცინგენის ისტორიულ სასახლეში, საქართველოს ელჩმა – ლევან იზორიამ მონაწილეობა მიიღო თანამედროვე ახალგაზრდა ქართველ მხატვართა გალერეის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში, – ინფორმაციას გერმანიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვერნისაჟს ესწრებოდა შვეტცინგენის მერი, საქართველოს გენერალური კონსული – ლევან დიასამიძე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე – ლადო ჭანტურია და ქართული კულტურით დაინტერესებული საზოგადოება.

ლევან იზორიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბატონ მიჰაელ ჰამპელს, გალერეის ინიციატორსა და დამფუძნებელს. აღსანიშნავია, რომ ბატონი ჰამპელი 10 წელი მოღვაწეობდა თბილისში. იგი გახლდათ “ჰაიდელბერგცემენტის” საქართველოს წარმომადგენლობის გენერალური დირექტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები