ლაფანყურში მეწყერი ჩამოწვა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, კავკასიონის ქედის მხარეს რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა, რამაც მესაზღვრეების სასაზღვრო ზოლამდე მისასვლელი გზის ნაწილი ჩახერგა.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, მეწყერის მიზეზი 17- 18 სექტემბერს უხვი ნალექის მოსვლა გახდა, რის გამოც რამდენიმე ათასი კუბური მეტრი მიწა ჩამოიშალა.
„ველოდებით წყლის დონის დაკლებას , რის შემდეგაც კონტრაქტორი კომპანია შესაბამის სამუშაოებს ოპერატიულად დაიწყებს. გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია”- განაცხადა თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.