“სრული აბსურდია” – ირაკლი კობახიძე საია-ს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომლითაც ორგანიზაცია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, სრულ აბსურდს უწოდებს. შესაბამისი განცხადება კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით აკეთებს იმას, რაც 5 წლის წინ თავად გააკეთა.

„ყველას გვახსოვს, რომ რევოლუციური სცენარის ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს, ანალოგიური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თავისი სახელი შეიტანა. მაშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა და საკონსტიტუციო სასამართლომ ეს აბსურდული სარჩელი არ დააკმაყოფილა და რევოლუციური სცენარიც ჩაიშალა. შემაშფოთებელია, რომ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ახალი აბსურდული სარჩელით, არჩევებისთვის პრობლემის შექმნას გეგმავს ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები