ზურაბ აბაშიძე: მინდა, ჩვენი გუნდის ინიციატივით რაიონის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები თითოეულ ოჯახზე აისახოს

თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარობის დეპუტატი ზურაბ აბაშიძე წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. ამჯერად მან შეხვედრა გუნიას ქუჩაზე გამართა და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად დაგეგმილ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

„მინდა, ჩვენი გუნდის ინიციატივით განხორციელებული პროექტები და რაიონის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები თითოეულ ოჯახზე აისახოს. ჩემთვის უმთავრესი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის ადგილობრივი მცხოვრებლების მხარდაჭერა და გამარჯვების შემდეგ ვაპირებ, ყოველდღიურად ვიზრუნო მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ყურადღება ადგილობრივ მცხოვრებლებთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებს რეგულარულად გააგრძელებს, რადგან, მისი თქმით, უშუალოდ მათთან საუბრისას იკვეთება ყველაზე რეალური სურათი რაიონში არსებულ გამოწვევებთან მიმართებით.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანი და საკრებულოს წევრობის კანდიდატი ლევან აბაშიძეესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები