მამუკა მდინარაძე: შეიძლება, ვიღაცას ეჭვი გაუჩნდეს რაღაცაზე, როდესაც რომელიღაც კლინიკის მეპატრონე „ნაცმოძრაობის“ აქტიური წევრია, მე ქართველი ექიმებისგან ამას არასდროს ველოდები

“შეიძლება, ვიღაცას ეჭვი გაუჩნდეს რაღაცაზე, როდესაც რომელიღაც კლინიკის მეპატრონე „ნაცმოძრაობის“ აქტიური წევრია, მე ქართველი ექიმებისგან ამას არასდროს ველოდები”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე დასმულ კითხვას – ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ კახა ოქრიაშვილის კლინიკას, სადაც დაშავებული ოპერატორი ლევან აბლოთია გადაიყვანეს, დიაგნოზი გაეყალბებინა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, არ ეგულება ექიმი, „ნაცმოძრაობის“ ყველაზე აქტიური მხარდამჭერი თუ აქტივისტიც რომ იყოს, რომელიც იკადრებს, მდგომარეობის დასამძიმებლად გარკვეული სამედიცინო მანიპულაცია განახორციელოს.
„საბედნიეროდ, ოპერატორი უკვე გამოწერილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამაკმაყოფილებელია, რომ ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა აღარ არის და მას შეუძლია, მკურნალობა სახლში გააგრძელოს. ეს ძალიან კარგია. პირველ რიგში, ჩვენ დავინტერესდით ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობით, თუმცა, რა გითხრათ. მე ექიმის შვილი ვარ და არ მეგულება ამ ქვეყანაში ექიმი, „ნაცმოძრაობის“ ყველაზე აქტიური მხარდამჭერი თუ აქტივისტიც რომ იყოს, რომელიც იკადრებს, გარკვეული სამედიცინო მანიპულაცია განახორციელოს იმისათვის, რომ მდგომარეობა დაამძიმოს. ამ რისკის ფაქტორს გამოვრიცხავდი და არ დავეთანხმებოდი. თუმცა, შეიძლება, ვიღაცას ეჭვი გაუჩნდეს რაღაცაზე, როდესაც რომელიღაც კლინიკის მეპატრონე არის „ნაცმოძრაობის“ აქტიური წევრი. მე ქართველი ექიმებისგან ამას არასდროს ველოდები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები