პრემიერი: ამ ქვეყანაში ეკლესიის სიმტკიცეს ვერავინ მოერია და ვერც ვერასოდეს მოერევა

“რა თქმა უნდა, ეს არის დასაგმობი, კატეგორიულად ვემიჯნებით ამ პროცესს და მთელი ეს კამპანია არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაეკლესიო”, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან სავარაუდო ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა. პრემიერმა გარკვეული მედიასაშუალებები ჩანაწერების შინაარსის გავრცელების გამო გააკრიტიკა.

„ფარისევლობაა, როცა, ერთი მხრივ, შეშფოთებას გამოხატავენ და მეორე ხელით „ტვ პირველი“ და „მთავარი“ ავრცელებენ ამ სიბინძურესა და პროპაგანდას. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ეკლესიის სიმტკიცეს ვერავინ მოერია ამ ქვეყანაში და ვერც ვერასოდეს მოერევა. თქვენ ნახეთ ის ბინძური კამპანია, რომელიც პატრიარქის წინააღმდეგ წამოიწყეს სააკაშვილის დავალებით „მთავარმა“, „ტვ პირველმა“ და მათმა ფუძემდებლებმა. ხალხი ბრძენია, ხალხი ყველაფერს ხედავს. სიმართლეს ვერავინ აღუდგება წინ“, – განაცხადა პრემიერმა.

მან აღნიშნა, რომ სასულიერო პირებთან სავარაუდო ჩანაწერების საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდა და მათ დაჰპირდა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ „ბინძური კამპანიის“ შესაჩერებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები