კახა კალაძე: გულწრფელად ვამბობ, ადამიანურად, გული მწყდება, როდესაც გახარიას ამ მდგომარეობაში ვხედავ

გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები ადასტურებენ, რომ პარტიის ლიდერმა ნარკოტესტი ავსტრიაში გაიკეთა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, იდეის ინიციატორი და თბილისის მერობის კანდიდატი – კახა კალაძე აცხადებს, რომ ამ შედეგს არ ელოდა და გულწრფელად წუხს იმაზე, როდესაც გიორგი გახარიას ამ მდგომარეობაში ხედვას.

“ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი ამ ნარკოტესტთან დაკავშირებით, ნამდვილად არ ველოდებოდი ამ შედეგს და გულწრფელად ვიყავი დარწმუნებული, რომ ყველა კანდიდატი გამომყვებოდა ამ კამპანიაში და ყველა ერთად შევძლებდით, უფრო მეტი პოპულარიზაცია მოგვეხდინა ჯანსაღი ცხოვრების წესის.

თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან არასახარბიელო შედეგი მივიღეთ. გულწრფელად ვამბობ, რომ ადამიანურად გული მწყდება, როდესაც გახარიას ამ მდგომარეობაში ვხედავ”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები